3 ჰექტარი • კასპი • ლამისყანა 3 hectares • Kaspi • Lamisqana

ემაუსი

Emmaus

ცოცხალი ეკო-სივრცე და ბიო მეურნეობა, სადაც მთავარი არის ცხოვრების სტილი — სიყვარული, მსახურება და მადლიერება.

A living eco space and bio farm where the heart is a lifestyle of love, service, and gratitude.

„ურთიერთობა არის სიყვარული, შრომა არის მსახურება, წარმატება არის მადლიერება.“
“Relationship is love, work is service, success is gratitude.”
Project landscape photo

მოკლედ პროექტზე

Project in brief

ემაუსი არის არაკომერციული, აპოლიტიკური, ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული გზა — ერთობის, ოჯახური ცხოვრების და ბუნებასთან ჰარმონიის სივრცე.

Emmaus is a non-commercial, apolitical path built on healthy values — unity, family life, and harmony with nature.

ხედვა და მისია

Vision and mission

ემაუსი ქმნის ჰუმანური ცხოვრების პრაქტიკულ მოდელს — ადგილი, სადაც ოჯახი, განათლება, ჯანმრთელობა, ბიო-მეურნეობა და საქმე ერთმანეთს აძლიერებს. ჩვენი მიზანია სულიერი, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

Emmaus builds a practical model of humane living — a place where family, education, health, bio-farming, and vocation strengthen each other. Our goal is spiritual, emotional, and physical well-being rooted in respect and love.

საერთაშორისო თანამოაზრეები International allies

პროექტში უკვე ჩართული არიან ქართველი, გერმანელი და შვეიცარელი თანამოაზრეები. ერთობა არის ჩვენი ძალა.

The project already includes Georgian, German, and Swiss allies. Unity is our strength.

რატომ „ემაუსი“

Why “Emmaus”

ემაუსის გზა გვახსენებს, რომ გაცნობიერება მოდის თანაზიარობაში. ჩვენ ვეძებთ გზას დაბნეულობიდან სიმშვიდემდე, ერთობიდან სიღრმემდე.

The Emmaus road reminds us that understanding grows through fellowship. We seek a path from confusion to peace, from togetherness to depth.

პროექტის სრული აღწერა

Full project overview

✨ „ემაუსი“ — იქნება სივრცით 3 ჰექტარზე გაშენებული ეკო-გარემო და ბიო მეურნეობა. თუმცა ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებებია, რადგან აქ მთავარი მისი არსია. ეს ცხოვრების სტილი და ის გზაა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, როდესაც სწორ, ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებულ აზროვნებას იწყებს და რეალურად ცხოვრობს გაცნობიერებული იდეებით.

✨ “Emmaus” is a 3-hectare eco environment and bio farm. These are supportive tools; the core is a lifestyle — choosing healthy values and living consciously.

ურთიერთობა არის სიყვარული, შრომა არის მსახურება, წარმატება არის მადლიერება!

Relationship is love, work is service, success is gratitude.

არაკომერციული, აპოლიტიკური, ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული, ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით დაწყებული — ერთად გასამართი გზა.

Non-commercial, apolitical, built on healthy values and mutual respect — a shared path we walk together.

პროექტში უკვე ჩართული არიან როგორც ქართველი ჰუმანურად მოაზროვნე ადამიანები, ისე ჩვენი გერმანელი და შვეიცარელი თანამოაზრეები, რაც ძალიან გვახარებს!

The project already includes Georgian, German, and Swiss allies — a joyful sign of shared vision.

ერთობა — ჩვენი ძალა

Unity — our strength

ძალა ერთობაშია! — მაგრამ გვაქვს კი იგი? რას ნიშნავს და რაში გამოიხატება ერთობა?

Unity is our strength — but do we have it? What does unity mean and how is it lived?

1+1= ჩვენ ვფიქრობთ ამ კითხვას რამოდენიმე პასუხი აქვს! ცოლ-ქმრობაში პასუხი 1 ია, ზუსტ მეცნიერებაში 2, სიყვარულით ერთობაში კი 2-ზე ბევრად მეტი!

We believe 1+1 has many answers: in marriage it is 1, in exact science it is 2, in loving unity it is far more.

ჰუმანური გზის 5 ძირითადი მიმართულება

Five pillars of the human way

Family in nature
👨‍👩‍👧‍👦

ოჯახი

Family

თანაცხოვრების სიწმინდე, პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.

Sacred co-living, responsibility, and mutual support.

Education in nature
📚

განათლება

Education

გონებისა და გულის განათლება, ცხოვრების გააზრება.

Enlightening mind and heart for conscious living.

Health and balance
🧘‍♂️

ჯანმრთელობა

Health

სხეულისა და სულის გონიერი სინერგია.

Wise synergy of body and spirit.

Bio farming
🌱

ბიო-მეურნეობა

Bio-farming

ჯანსაღი ნაყოფი ბუნებასთან ჰარმონიაში.

Healthy fruit in harmony with nature.

Meaningful work
💼

საქმე

Vocation

წარმატება საკუთარი მოწოდების პოვნასა და კეთებაშია.

Success is finding and doing your calling.

სივრცის კონცეფცია

Space concept

გეგმაშია ეკოლოგიური საცხოვრებლები და საერთო სივრცეები, სადაც ადამიანს შეუძლია შექმნას მშვიდი, შემოქმედებითი და ჯანსაღი ყოფა.

We design eco homes and shared spaces that support calm, creative, and healthy living.

საცხოვრებელი სახლები Family homes ნამჯა-მიწის და ხის ეკო სახლები ოჯახებისთვის. Straw-earth and wooden eco houses for families.
საერთო სივრცეები Common areas ბუხარი, პურის ღუმელი, სამზარეულო, შეხვედრების სივრცეები. Fireplace, bread oven, kitchen, and meeting spaces.
თვითგანვითარება Growth spaces სამკითხველო, სახელოსნო, მცირე სამლოცველო. Reading room, workshop, and a small chapel.
ბუნებრივი რიტმი Natural rhythm სასეირნო ბილიკები, სკვერები, სპორტის და სათამაშო ზონები. Walking paths, squares, sport and play areas.
ტბა და აუზი Lake and pool ბუნებრივი ტბა, აუზი და წყლის გარემო ბავშვებისთვის. Natural lake, pool, and water spaces for children.
ჩასაფიქრებელი ადგილები Contemplation spots ტბა, წყლის წისქვილი, მდინარე, ტირიფი. Lake, water mill, river, and willow tree spots.

საერთო საღამოები

Shared evenings

“სახალისო და შემეცნებითი საღამოები” — ერთობლივი ვახშამი, საუბრები, თემებზე ჩაღრმავება და მოწვეული სტუმრები.

“Fun and educational evenings” — shared dinners, discussions, deep dives, and invited guests.

პერიოდულად მოწვეული თემატურად საინტერესო ადამიანები, მიმართულებითი საუბრები და სხვა მრავალი სასარგებლო და გამახალისებელი აქტივობა.

Periodic thematic guests, focused conversations, and many useful, joyful activities.

აქ ვზიარებთ იდეებს, გამოცდილებას და რეალურ პრაქტიკულ მაგალითებს.

Here we exchange ideas, experience, and practical examples.

არსებული ინფრასტრუქტურა

Existing infrastructure

მდებარეობა

Location

კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლამისყანა — ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მიკროკლიმატურად ხელსაყრელი ზონა.

Kaspi municipality, Lamisqana village — a clean, green microclimate zone.

ჯამური ფართობი 3 ჰექტარი (30,000 მ²).

Total area: 3 hectares (30,000 m²).

პანორამული ხედები

Panoramic views

ტერიტორიიდან იშლება ხედი ჯამბაკურ ორბელიანების სასახლეზე.

The land opens to a view of the Jambakur Orbeliani palace.

მეურნეობა

Farming base

მოქმედი სახლი, სრულად გამართული საქონლის ფერმა და ფრინველების ზონა.

A working house, fully equipped cattle farm, and poultry area.

ცხოველები იკვებებიან ბუნებრივი საკვებით და გარემო ეკოლოგიურადაა მოწყობილი.

Animals are fed naturally and the environment is eco-friendly.

წყლის ეკოსისტემა

Water ecosystem

1200 მ² გამდინარე ტბა, პატარა მდინარე და საკალმახე სექცია.

A 1200 m² flowing lake, small river, and trout section.

წყლის სისტემა უზრუნველყოფს სისუფთავეს და ცოცხალ ეკო-ბალანსს.

The water system supports cleanliness and a living eco-balance.

დაგეგმილი პროექტები

Planned projects

ეკო სახლები და საცხოვრებელი ოთახები Eco houses and living rooms დაწყებული მოწყობა და დაგეგმარება. In progress and planning.
ბუხრის დიდი ოთახი Large fireplace room შეხვედრებისა და გაერთიანებისთვის. For gatherings and fellowship.
ტბის ტერიტორია და ვენახი Lake area and vineyard მოწესრიგება და ნიადაგის მომზადება. Land shaping and soil preparation.
ბოსტანი და სასათბურე Garden and greenhouse მოწყობა უკვე დაწყებულია. Setup already started.
საერთო სივრცეები Community spaces სამლოცველო, ქვის წისქვილი, მოედანი. Chapel, stone mill, and community yard.

სტუმრების ჩართულობა

Participation

სტუმრობისთვის ფასი არ არის განსაზღვრული. ურთიერთშეთანხმებით ხდება ურთიერთსარგებლის გაცვლა.

There is no fixed fee for visiting. Participation is based on mutual benefit by agreement.

1
დამთვალიერებელი Visitor
წინასწარი შეთანხმებით მოკლე ვიზიტი.
Short visit by prior agreement.
2
დამკვირვებელი (1-3 დღე) Observer (1–3 days)
გაცნობითი ჩართულობა.
Introductory participation.
3
დაინტერესებული (1-2 კვირა) Interested (1–2 weeks)
საერთო რიტმში მონაწილეობა.
Joining the daily rhythm.
4
ღრმა ჩართულობა (1 თვე+) Deep involvement (1 month+)
თანაცხოვრების პრაქტიკა.
Shared living in practice.
5
სრულუფლებიანი წევრობა Full membership
შესაძლებელია სიღმისეული გაცნობისა და ღირებულებათა თანხვედრის შემდეგ.
Possible after deep mutual understanding and shared values.

დაინტერესებული სტუმრები ერთვებიან საერთო თანაცხოვრების რიტმში — შრომა, სპორტი, სულიერება, განათლება და სიხარულის გაზიარება.

Interested guests join the shared rhythm of work, sport, spirituality, education, and shared joy.

სტუმრობისათვის არ არის დადგენილი ფასი — ურთიერთშეთანხმებით ხდება ურთიერთსარგებლის გაცვლა, რაც ყველასთვის უფრო ღირებული ხდება.

There is no fixed visiting fee — exchange happens by mutual agreement and shared benefit.

საერთო რიტმი

Shared rhythm

შრომა, სპორტი, სულიერება, განათლება, სიხარულის გაზიარება — ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ გზაზე.

Work, sport, spirituality, education, and shared joy — all in one space, on one path.

საქმის მხარდაჭერა

Supporting the work

სიყვარულის წრიული ეკონომიკა — “რასაცა გასცემ, შენია”. მიზანია ჰუმანური გზის შენარჩუნება ფინანსური თავისუფლების პირობებში.

A circular economy of love — “what you give is yours.” The goal is to sustain the human way with financial freedom.

მთავარი მიზანია ავაშენოთ „ჰუმანური გზა“ ისე, რომ შევინარჩუნოთ ფინანსური თავისუფლება და სიყვარულით გავუზიაროთ ერთმანეთს ღვთისგან ბოძებული სარგებელი.

The goal is to build the “human way” while keeping financial freedom and sharing God-given blessings with love.

1. სეზონური გამოწერა

1. Seasonal subscription

  • ბიო პური, ხორბალი, ფქვილი, ქატო
  • Bio bread, wheat, flour, bran
  • ეკო-კალათა ხილ-ბოსტნეულით
  • Eco baskets of fruit and vegetables
  • თევზი, ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები
  • Fish, meat, eggs, dairy
  • ჯემები, წვენები, თაფლი
  • Jams, juices, honey

2. ცოდნა და შრომა

2. Knowledge and labor

  • მშენებლობის დახმარება
  • Construction support
  • ბაღი და ვენახი
  • Gardens and vineyards
  • მასალები, ხელობა, სწავლება
  • Materials, craft, teaching

3. მადლიერებითი მხარდაჭერა

3. Gratitude support

  • სტუმრობის შემდეგ — ნებაყოფლობითი წვლილი
  • After a visit — voluntary contribution
  • ნდობის გაძლიერება და თანაზიარობა
  • Strengthening trust and sharing

სულიერი საფუძველი

Spiritual foundation

ამ გზის სულიერი საფუძველია სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.

The spiritual ground of this path is love of God and neighbor.

“გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი… ეს არის პირველი და მთავარი მცნება.” (მათე 22:37–40)

“Love the Lord your God… this is the first and greatest commandment.” (Matthew 22:37–40)

ემაუსის გზა

The Emmaus road

ორი მოწაფის ისტორია გვასწავლის, რომ გაცნობიერება მოდის გზაზე, საუბარში და თანაზიარობაში. ემაუსი არის გზა დაბნეულობიდან გაცნობიერებამდე.

The story of two disciples teaches that understanding comes through the road, conversation, and fellowship. Emmaus is a path from confusion to clarity.

ორი მოწაფე იმედგაცრუებული მიდის ემაუსისკენ, გზად მათ გვერდით უცნობად დაემგზავრება თავად აღდგომილი ქრისტე. საუბარში მათი გული ნელ-ნელა ინთება, ხოლო ჭეშმარიტი გაცნობიერება მოდის პურის განტეხისას.

Two disappointed disciples walk to Emmaus. The risen Christ walks with them, and in their shared conversation their hearts begin to burn; true understanding comes at the breaking of bread.

დაგვიკავშირდი

Get in touch

თუ გინდა ემაუსის გზის ნაწილი გახდე, მოგვწერე. სიამოვნებით გაგიზიარებთ დეტალებს.

If you want to become part of the Emmaus path, write to us. We’ll gladly share details.

მდებარეობა: კასპი, სოფელი ლამისყანა

Location: Kaspi, Lamisqana village

სტუმრობის პირობები შეთანხმებით.

Visiting terms by agreement.